Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

500 Global-ის მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები

BM.GE
22.05.23 10:38
60
საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონის ველიში დაფუძნებულმა ვენჩურული საინვესტიციო კომპანია 500 Global-ის მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც საქმიანი დილას ეთერში გვიერთდებიან. 

მიხეილ დიდებულიძე, Arena Games, დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. ამ კომპანიასთან დაკავშირებით სულ მცირე ის უნდა გახსოვდეთ საქმიანი დილას მაყურებლებს, რომ ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Arena Games-მა ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის თემატიკის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონფერენციის, AIBC-ის ფარგლებში ჩატარებულ სტარტაპ-კონკურსში, GameFi Pitch-ში გაიმარჯვეს. და ისიც რა თქმა უნდა რომ Arena Games-ი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომლის ძირითად მიმართულებას Web3-ტექნოლოგიის მქონე ვიდეოთამაშების შექმნა და ვიდეოთამაშების დეველოპერებისთვის Web2-დან Web3-ში გადასვლის ხელშეწყობა წარმოადგენს.


სტუმრები: ირაკლი ბიწკინაშვილი - Datamind-ის იურიდიული და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მიხეილ დიდებულიძე - Arena Games-ის დამფუძნებელი.