Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Vanrik Agro ევროკავშირში ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

57177fbb8621a
BM.GE
20.04.16 17:09
2005
Vanrik Agro ევროკავშირში ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. კომპანიამ ექსპორტი პირველად გასულ წელს განახორციელა და პროდუქცია ევროპასა და რუსეთში გაიტანა. კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ პაიჭაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიას ევროკავშირში ექსპორტის თვალსაზრისით ბარიერები არ ჰქონია.
 
"ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის კუთხით გარკვეული შეფერხებები არის, მაგრამ ჩემი აზრით, სახელმწიფო ბიზნესისთვის ბევრს აკეთებს და მაქსიმალურად ზრუნავს. გრძელვადიანი პერიოდია საჭირო, რომ რაღაც ეფექტი დავინახოთ. ყველაფერი ძირითადად პროდუქციის ხარისხზეა დამოკიდებული“, - განაცხადა არჩილ პაიჭაძემ.

შეგახსენებთ, რომ Vanrik Agro Group-მა ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი შარშან დიდ ბრიტანეთში სუპერმარკეტების ქსელ Walmart-ში განახორციელა.