22.Jan.2016 19:19
Economy

ვატო ლეჟავა: სანამ სუსტი იქნება ქვეყნის ეკონომიკა და ზრდა, ლარის კურსის პრობლემა დარჩება

ვატო ლეჟავა: სანამ სუსტი იქნება ქვეყნის ეკონომიკა და ზრდა, ლარის კურსის პრობლემა დარჩება
"კურსის მთავარი განმსაზღვრელი ქართული ეკონომიკის სტრუქტურული სისუსტეა", - აღნიშნულის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ვატო ლეჟავამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. ლეჟავა თვლის, რომ გარე ფაქტორები საქართველოს სუსტ ეკონომიკურ სტრუქტურაზე გავლენას მარტივად ახდენს.
 
"გარე ფაქტორებში ჩვენთვის სასარგებლო პირობებიც არის, როგორიც არის ნავთობისა და გაზის დაბალი ფასები. შეიძლებოდა სახარბიელო ფაქტორების უკეთ გამოყენება და მეტი სიმტკიცე ნეგატიური ფაქტორების მიმართ. მთავარი განმაპირობებელი არის ჩვენი ეკონომიკის სუსტი სტრუქტურა. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ სათანადო რაოდენობის მყარ ვალუტას, ეს იქნება ინვესტიციების თუ ექსპორტის სახით. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო მიმზიდველი, ამისთვის კი მკაფიო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. არ უნდა გადაიდგეს ნაბიჯები, რომელიც ინვესტიციებს ხელს შეუშლიდა, მაგალითად მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა, რაც ბიზნეს კლიმატზე პოზიტიურად არ აისახა. ვერ მივიღეთ ვერაფერი გარდა იმისა, რომ დავაზიანეთ გარკვეული ბიზნესები.  სანამ სუსტი იქნება ქვეყნის ეკონომიკა და ზრდა კურსის პრობლემა დარჩება", - განაცხადა ლეჟავამ.
 



22.May.2019 23:49
43

Government Sells “Babylon Tower” for 24.9 million GEL

More
22.May.2019 23:45
59

“Georgian Manganese” Enters into the Legal Dispute with its Employees

More
21.May.2019 16:18
94

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
131

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
113

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
108

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More