Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უცხოელებმა საქართველოში ტურისტული ბიზნესი დაიწყეს - რას შეცვლის ტურიზმის შესახებ ახალი კანონი?

BM.GE
05.04.23 12:00
125
ტურიზმის აღდგენამ დღის წესრიგში დააბრუნა სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, მათ შორის, ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდნენ უცხოელები, რომლებიც ტურისტულ ბიზნესს საქართველოში აწარმოებენ. როგორც კერძო სექტორში განმარტავენ, უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული ბიზნესი ჩრდილოვანია. ქართულ ტურისტულ კომპანიებს და გიდებს, რომლებსაც ფაქტია მიგრანტები შემოსავლებს ართმევენ, ვერც კანონი იცავს, რადგან ნებისმიერ პირს, მათ შორის უცხოელს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლია დღეს საქართველოში ტურისტული საქმიანობა დაიწყოს. რამდენად მოხსნის ამ პრობლემას ტურიზმის შესახებ ახალი კანონი, რაზეც წლებია მუშაობა მიდის, ჯერ ამის თქმა რთულია, თუმცა კანონპროექტის არსებულ რედაქციაში ნამდვილად არის მუხლი, რომელიც ტურისტულ ბიზნესში მოქმედი კომპანიების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციას და გიდების სერტიფიცირებას ითვალისწინებს. რაში ხედავს ტურისტული სექტორი გამოსავალს და რა ეტაპზეა ტურიზმის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი? 

სტუმრები: ნატალია ბახტაძე, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი;
ვანო ვაშაყმაძე, ტურიზმის ექსპერტი