Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ცვლილებებია სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე?

BM.GE
13.02.23 10:18
101
სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5-10%-იან ზრდა არის მოსალოდნელი - ასეთია „გალტ ენდ თაგარტი“-ს პროგნოზი, რომელშიც საინვესტიციო ბანკი 2021 წლის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტმა 2021 წელს $1.8 მლრდ შეადგინა. ლიკა გურაბანიძემ ამ ჯერზე სწორედ სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრიული მიმოხილვა მოამზადა, რისთვისაც ადგილობრივი მწარმოებლები თუ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები მოიკითხა. როგორც ირკვევა, სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანიების უმრავლესობა ფასების კორექტირებისგან თავს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის გაძვირებული და გართულებული ლოგისტიკა წელსაც ერთ ერთ პრობლემატურ საკითხად რჩება.

სტუმარი: თორნიკე ტოლიაშვილი - "გორგიას" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;