Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

BM.GE
03.04.23 12:06
49
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, რიგით მესამე გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება 2023 წლის 31 მარტიდან დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით ტარდება, ხოლო თიბისი მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორია. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს. ჯილდოზე რეგისტრაცია 5 მაისის ჩათვლით, სპეციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

სტუმრები: გვანცა მურღვლიანი - თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი;
ნინო ნანიტაშვილი - გრეის ჰოპერის ჯილდოს კონსულტანტი