Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„მომავალ წელს ხორბალს აღარავინ მოიყვანს“ – ფერმერები ხორბლის ფასის გაზრდას ითხოვენ

BM.GE
19.06.23 11:15
60
კახელი მეხორბლეები 1 კგ ხორბლის ღირებულების სიმცირეს აპროტესტებენ. მათი თქმით, გაზრდილი საწარმოო ხარჯის გამო გასაყიდი ხორბლის ფასი თვითღირებულებას ვერ ფარავს. იმპორტირებულ ფქვილზე საბაჟო გადასახადს 200 ლარის ოდენობით დაწესების შემდეგ მოლოდინი იყო რომ მთავრობა 1 კგ ხორბლის ფასს 70 თეთრამდე გაზრდიდა, თუმცა ამ ეტაპზე ფასი კგ-ზე 42-45 თეთრს არ სცდება. ფერმერები ამბობენ, რომ მომავალ წელს ადგილობრივი წარმოება გაზრდის ნაცვლად შემცირდება. რას ითხოვს სექტორი?

სტუმარი: ნიკოლოზ ბენიაიძე - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი;