Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვლადიმერ პუტინი პანამის დოკუმენტებში კორუფციას ვერ ხედავს

57065bf774be5
BM.GE
07.04.16 17:05
1212
ვლადიმერ პუტინი პანამის დოკუმენტების გასაჯაროვებას დასავლეთის მცდელობას და ძალისხმევას უწოდებს, რომელიც რუსეთის დასუსტებისკენ არის მიმართული.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, პანამის დოკუმენტებში მოხსენიებული არ იყო, თუმცა, საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი წერს, რომ პუტინთან დაახლოვებული პირები, ოფშორების ფინანსურ სქემებში ჩართული არიან.

"პანამის დოკუმენტების საქმე ისეთი პოლიტიკაა, რომელსაც სურს, რომ ჩვენ მეტად დამთმობი გაგვხადოს", - განაცხადა პუტინმა. ასევე, პუტინი პანამის დოკუმენტებში კორუფციულ სქემებს ვერ ხედავს.

რაც შეეხება რუს მომღერალს, სერგეი როლდუგინს, პუტინი აცხადებს, რომ ის თავისი მეგობრით ამაყობს. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში, ბიზნესში ჩართვას ბევრი ცდილობს, ერთ-ერთი მათგანი კი სერგეი როლდუგინია.