Volkswagen-ი ახალი პრობლემის წინაშეა. კომპანია 2011-2016 წლებში გამოშვებულ Volkswagen Touareg-სა და Porsche Cayenne-ს 800,000-ზე მეტ მოდელს გაიწვევს. ამჯერად გადაწყვეტილების მიზეზი ავტომობილების მუხრუჭთან დაკავშირებული პრობლემაა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, დასახელებული პრობლემა გაყალბებული მონაცემების ცნობილ სკანდალთან კავშირში არ არის. Volkswagen-მა სასამართლო დავების შემდეგ, სექტემბერში საბოლოოდ აღიარა, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ტესტები გაყალბებული იყო. ამით პრობლემა არ გადაწყვეტილა, კომპანიის ხელმძღვანელობის გადადგომის და აღიარების შემდეგ Volkswagen-ის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები კალიფორნიის სასამართლომ არსაკმარისად მიიჩნია, ავტომობილების გაწვევის საკითხს მხარი არ დაუჭირა და ამ შტატში ავტომწარმოებელს სხვა ტაქტიკის გამოძებნა მოუწევს.