24.Nov.2015 16:26
Business

წამლების განვადების შეთავაზების პროექტს წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, თინა ტურძელაძე მარკეტინგულ პროექტს უწოდებს

წამლების განვადების შეთავაზების პროექტს წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, თინა ტურძელაძე მარკეტინგულ პროექტს უწოდებს
GPC  მომხმარებელს ახალი პროექტს - წამლების განვადებით შეძენას სთავაზობს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა ჯავახიშვილი სიახლეს მომხმარებელზე მორგებულად მიიჩნევს და გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ ამბობს, რომ ამ სერვისზე დიდი ხანია მუშაობენ და სატესტო რეჟიმში ჩაშვებულმა პროექტმა აჩვენა, რომ მან მომხმარებელში ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს წამლის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, თინა ტურძელაძეს, რომელიც აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ასეთი პროექტები მუშაობს, მაგრამ ქართული ვერსია მოდიფიცირებულია არსებული ბაზრის პირობებში და ევროპის ქვეყნებში განვადება კონტროლირებად პრეპარატებს ეხება.

“ამ ტიპის პროექტები მსოფლიო ბაზარზე მუშაობს, მაგრამ ქართული ვერსია გარკვეულად მოდიფიცირებულია ჩვენი ბაზრის პირობებში. ძირითადად ასეთი პროექტები განვითარებულ ბაზრებზე მუშაობს. ეს არის მაგალითად, ინდოეთი, ევროგაერთიანების ქვეყნები, მაგრამ ამ შემთხვევაში ნომეკლატურა, რომელზეც ვრცელდება - განვადება არის შეზღუდული. ევროგაერთიანების ქვეყნებში ძირითადად ეს არის კონტროლირებადი წამლები, რომლებიც ქრონიკული დავაადებებისთვის არის საჭირო. მაგალითად, მეტადონის პროგრამა. ინდოეთში ფარმაცევტული კომპანიები ისეთი ტიპის პრეპარატებს იყენებენ, რომლებსაც სასიცოცხლო ჩვენება აქვთ და აუცილებელია დაუყონებლივ მათი მიღება. მაგალითად, ამერიკული კომპანია ,,მერკის’’ ინდოეთის ფილიალი ინტერფერონის ანაზღაურებისთვის იყენებს ამ ტიპის განვადებას’’- აღნიშნავს თინა ტურძელაძე.

წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, თავისი პირდაპირი დანიშნულებით ეს მარკეტინგული პროექტია და ემსახურება იმას, რომ კომპანიამ თავისი პროდუქცია მეტად გაყიდოს. მისიე თქმით, პროექტი წამლის ხელმისაწვდომობას უკავშიდებას და ხელმისაწვდომობის კრიტერიუმები უნდა შეფასდეს.

“ეს პროექტი თავისი პირდაპირი დანიშნულებით მარკეტინგული პროექტია და ემსახურება იმას, რომ კომპანიამ გაზარდოს თავისი პროდუქციის გაყიდვა. რაც შეეხება მის სოციალურ ბუნებას, თუ ჩვენ მისი შეფასება გვინდა, მაშინ იგი უკავშირდება წამლის ხელმისაწვდომობას. ეს რომ გაირკვეს უნდა შეფასდეს ხელმისაწვდომობის კრიტერიუმები. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც დღეს ჩვენს ბაზარზე ქმნის პრობლემას, 4 კომპონენტია: წამლის ფასი, მისი რაციონალური გამოყენება, პირდაპირი გადახდა და ჯიბიდან გადახდა. პროექტი პირდაპირ დეკლარირებს, რომ პირდაპირი გადახდა საკრედიტო გადახდით არის ჩანაცვლებული. ეს არის პოზიტივი. რაც შეეხება დანარჩენ სამ კომპონენტს, ჯიბიდან გადახდა მაინც ხდება, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ეს საპირწონე ვერ იქნება სადაზღვევო პროგრამების. დარჩენილ ორ კომპონენტში რისკები ჩნდება. ერთი ეს არის ფასი და მეორე - რაციონალური დანიშნულება. როცა პრქტიკულად ამ პროგრამის არიალი დიდია და ყველა წამალს ეხება, არ გვაქვს საშუალება რაციონალური დანიშნულება შევფასოთ და რისკი ჩნდება იმის, რომ მოტივაცია მოხდეს და რაციონალური დანიშნულებების მასშტაბები, რომლებიც ისედაც კრიტიკულია ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო გაიზარდოს. ფასს რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანია. არც ერთი საოპერაციო ხარჯი არ დაიკარგება, ეს ან არის უკვე შესული წამლის ღირებულებაში, ან აუცილებლად  შევა. ის ვერ დაიკარგება ბუნებაში. მოსახლეობაში უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომობის პრობლემა მწვავედ დგას და პროექტის რეალური საფუძველიც სწორედ ეს არის. უკვე დიდი ხანია გადავაბიჯეთ იმ კრიტიკულ ზღვარს, როცა ადამიანები წამალს ვერ ყიდულობენ. ფარმაცევტულ კომპანიას დღეს მხოლოდ ეს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს, დანარჩენი შეთავაზება სახელმწიფოს შეუძლია.’’ - ამბობს თინა ტურძელაძე.

გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ თინა ტურძელაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდა კატასტროფულია და ეს ვალდებულება ქვეყანას აღებული აქვს არა მხოლოდ თავის დროზე “ოცნების’’ პროგრამით, არამედ ევროასოცირების ხელშეკრულებითაც აქვს აღებული.

“მედიკამენტებზე პირდაპირი ჯიბიდან გადახდა კატასტროფული, ძალიან მაღალია. ეს ვალდებულება ქვაყანას აღებული აქვს არა მარტო თავის დროზე “ოცნების’’ პროგრამით, არამედ აღებული აქვს ევროასოცირების ხელშეკრულებითაც. მას ვალდებულება აქვს, რომ ამ წლის ბოლომდე მედიკამნეტების ჩამონათვალი გააფართოვოს, გადახედოს და მიზნობრივად ან საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში უზრუნველყოს მისი რეემბურსირება. აქედან გამომდინარე, ამ წლის ბოლოს უკვე უნდა გვედოს სიაც და სქემები, თუ როგორ მოხდება სუბსიდირება ამ წამლების’’- აღნიშნა თინა ტურძელაძემ.
 
ავტორი: ბიზნესკონტაქტი



08.Apr.2019 17:15
121

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
276

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
498

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
450

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
200

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
288

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More