Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

აჭარაში, ბელარუსი ვიზიტორების დანახარჯები 40-ჯერაა გაზრდილი - ტურიზმის მიმოხილვა აჭარაში

BM.GE
05.07.22 11:22
227
სექტორული კვლევის თანახმად, აჭარაში ტურიზმი, გამოწვევების მიუხედავად, ძლიერ აღდგენას განაგრძობს. 2022 წლის მაისის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 319 ათას 796 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა. მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, 259 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 96%-იან აღდგენას ნიშნავს. 

ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ბათუმში ტურიზმის აღდგენა კიდევ უფრო ძლიერია. 2022 წლის პირველ კვარტალში, ბათუმში 173 ათასი საერთაშორისო და 368 ათასი ადგილობრივი ვიზიტი დაფიქსირდა. 

ბათუმის აეროპორტით ჩამოსულ საერთაშორისო ტურისტებში ყველაზე დიდი წილი, წინა წლების მსგავსად, ისრაელის მოქალაქეებს უკავიათ. გარდა ამისა, 2022 წლის მაისის მონაცემებით, სასტუმროებში 70%-იანი დატვირთულობა ფიქსირდება, სასტუმროების საშუალო დღიური ფასი კი 90$-ია.

რაც შეეხება აჭარაში უნაღდო დანახარჯებს, ყველაზე დიდი წილი თურქეთის მოქალაქეებზე მოდის. 2019 წელთან შედარებით, საუდის არაბეთიდან ვიზიტორების დანახარჯები - 15-ჯერ, ბელარუსიდან ვიზიტორების დანახარჯები კი 40-ჯერაა გაზრდილი. თუმცა შეცვლილია დანახარჯების სტრუქტურაც და 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი - 35%-იანი წილი კაფეებსა და რესტორნებზე მოდის. 

აღსანიშნავია, რომ აჭარაში აზარტული თამაშების მიმართულებით დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია. 

სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე - ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი;