Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საკომუნიკაციო კომპანიებს ინფრასტრუქტურის გაზიარება დაევალათ - რა შეიცვალა ახალი კანონით?

BM.GE
16.06.23 23:54
273
საქართველოს პარლამენტმა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ კანონი მიიღო. ახალი კანონმდებლობით ტელეკომოპერატორებს საშუალება ექნებათ ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად უკვე არსებული იმ ინფრასტრუქტურით ისარგებლონ, რომელსაც სხვა სფეროში მოქმედი კომპანიები ფლობენ. ასეთი შეიძლება იყოს როგორც გაზის, ისე ელექტროენერგიის, წყლის, ტრანსპორტისა და სხვა სექტორებში მოქმედი კომპანიების პასიური ინფრასტრუქტურა. ამასთან ტელეკომოპერატორები ახლადაშენებულ მრავალბინიან და მრავალფუნქციური შენობების შიდა ინფრასტრუქტურაზე დაშვების უფლებასაც მიიღებენ. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ ბაზრის მოთამაშეების ნაწილს, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ მათი შეფასებები არ გაითვალისწინა. განსხვავებული პოზიცია აქვს “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორს უჩა სეთურს, რომელიც აცხადებს, რომ შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია.