Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

წლიური ინფლაცია 5,6 პროცენტამდე გაიზარდა

56b1a7cb2ffcd
BM.GE
03.02.16 11:08
1222
2016 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,9 პროცენტი შეადგინა. წლიურმა ინფლაციამ 5,6 პროცენტი შეადგინა, საშუალო ინფლაციის დონე კი 4,4 პროცენტია. შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლების ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის დონე 5%-ია.
 
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 5,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11,7 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 11,0 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,04 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (22,6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,4-პროცენტიანი მატება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,71 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეები (10,6 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7,1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,5 პროცენტი).