Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წყალტუბოში სანატორიუმი "ცისკარი" 160 000 ლარად შ.პ.ს. "არგომ" იყიდა

56e661e29df98
BM.GE
14.03.16 10:59
1461
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" ქალაქ წყალტუბოში მდებარე კიდევ ერთი ყოფილი სანატორიუმი "ცისკარი" ელექტრონულ აუქციონზე პირობებიანი ფორმით  160 000 ლარად გაყიდა. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად  შპს "არგო" გამოვლინდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა  სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც მოიცავს  უძრავ ქონებაზე 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა–რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა.  
 
სანატორიუმი "ცისკარი" რიგით მესამე ობიექტია, რომელიც სახელმწიფომ წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ სანატორიუმი "მეშახტის" ბაზაზე, არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, ხოლო ყოფილი სანატორიუმი "ივერიის" ტერიტორიაზე ინვესტორები  6 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებენ.