Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

წყალტუბოში შვეიცარულ BASM-ს საწარმოს აშენება სურს

5718b8d2d6d1d
BM.GE
21.04.16 15:24
1212
წყალტუბოში ქართულ-შვეიცარიული საწარმო გაიხსნება. BASM ჰოლდინგის წარმოებული პროდუქციის ეფექტურობასა და მრავალფეროვნებაზე, ასევე ერთუჯრედიანი წყალმცენარეების ნატურალურ მიკრორგანიზმებად გარდაქმნის თანამედროვე ტექნოლოგიებზე მომზადებული პრეზენტაცია იმერეთის გუბერნატორს ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა გააცნო.
 
ბერნად სტროიზო-მოუგინმა განმარტებები გააკეთა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცის წარმოების მნიშვნელობასა და მის გამოყენების ეფექტურობაზე მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში და მრეწველობის სხვადასხვა დარგებში.

„ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისთვის და წყალტუბოსთვის უმნიშვნელოვანესია ახალი ინვესტიციების, პროექტების განხორციელება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა შვეიცარიელ პარტნიორებთან შედგება“ - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

BASM ჰოლდინგის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მდებარეობა და კლიმატი, ახალი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„წყალტუბოში ახალი საწარმოს გახსნის პერპექტივა იმერეთის სამხარეო ადმინტრაციისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა დადებითად შეაფასეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ კონკრეტული პროექტის განხორცილებით, მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ზღვის პროდუქციის წარმოებასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შეუწყობენ ხელს და ადგილობრივების დასაქმებისთვის კიდევ ერთ პერსპექტივას შექმნიან”, - განმარტავენ იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში.