Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით ჰარვადის ბიზნეს ქეისების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

BM.GE
03.07.23 09:18
49
ბიზნეს ქეისების კონკურსი დასრულებულია, გამარჯვებულების ვინაობაც ცნობილია და ჯამში 20 ათას ლარიანი საპრიზო ფონდი განაწილებული. უკვე მეოთხედ გამართული კონკურსი წელს „საქართველოს ბანკი“ და TBSC კონსალტინგის ერთობლივი ორგანიზებით შედგა. წელს საქართველოს 12 სხვადასხვა უნივერსიტეტის 400-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პირველ ეტაპზე 38 გუნდიდან ნახევარფინალში 22 გუნდი გადავიდა და მათგან უკვე 8 საუკეთესო ეჯიბრებოდა ერთმანეთს. რჩეულებში გამორჩეულები საბჭოს ანუ ჟიურის წევრების მხრიდან კონკრეტული კრიტერიუმებით შეფასების შედეგად შეირჩნენ და როგორც აღმოჩნდა კონკურენციამ და შეთავაზებულმა გადაწყვეტებმა ჟიურის წევრებს წესები სულ ბოლო წუთებზე შეაცვლევინა. 3 გამარჯვებულის ნაცვლად ლიდერებში მეოთხე გუნდიც დასახელდა.