Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორია ტურისტების მხრიდან მოთხოვნა მთაში განთავსებულ ხის კოტეჯებზე?

BM.GE
05.07.23 09:21
56
ტურისტების მხრიდან ტყეში განთავსებულ ხის კოტეჯებზე, ასევე მთაში მცირე ზომის დახურულ სივრცეებზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია, რისი მიზეზიც წელს ივნისში საქართველოს მასშტაბით არსებული უამინდობა გახდა. ახლა ვითარება შედარებით დასტაბილურებულია და ტურისტების მიღებაც ხდება. 

BMG-ს კითხვაზე როგორია აგვისტოს და სექტემბრის მოლოდინები, ზუსტ პასუხს კომპანიების წარმომადგენლები ვერ გვეუბნებიან, რადგან მათთვის ივნისის თვეში ტურისტების კლებაც მოულოდნელი აღმოჩნდა, შესაბამისად რა იქნება მომავალში ამას ახლა ვერ პროგნოზირებენ.