Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყირიმი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას 2020 წლამდე გეგმავს

5710a1610e605
BM.GE
15.04.16 12:07
1273
ყირიმი ტურიზმის განვითარებისათვის, ინფრასტრუქტურის მომზადებას 2020 წლამდე გეგმავს - ამის შესახებ, არ აღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი აკსენოვმა განაცხადა, იალტის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისას.
 
"სახელმწიფო უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის მოწყობას პოტენციური ინვესტორებისთვის, გაუმჯობესდება საგზაო გადაადგილება, რაც საშუალებას მისცემს ინვესტორებს გააკეთონ სასტუმროები და შეიქმნას ტურესტებისთვის კომფორტული გარემო. ეს ყველაფერი 2020 წლამდე გაკეთდება" - განაცხადა მან.

"ჩენ პირველ რიგში განვიხილავთ სამგზავრო მიმოსვლის გაუმჯობესებას რუსი ტურისტებისთვის. სამწუხაროდ, ევროპელები ჯერ მასიურად არ ჩამოდიან" -  აღნიშნა აკსენოვმა.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს წყლის ტურიზმის პროგრამა იქნება დამტკიცებული.