Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყოფილი ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი გვინდაძე, მოლდოვაში EBRD-ის წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს

5718d090d01c6
BM.GE
21.04.16 17:06
1276
ყოფილი ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი გვინდაძე 2 მაისიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს მოლდოვაში. ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აქამდე დიმიტრი გვინდაძეს EBRD-ში წამყვანი რეგიონული ეკონომისტის პოზიცია ეკავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში და პასუხისმგებელი იყო ეკონომიკურ ანალიზზე, რისკების მენეჯმენტსა და რეფორმების მხარდაჭერაზე რეგიონის ქვეყნებში.
 
"მოლდოვა დღეს რთული გამოწვევების წინაშეა, მაგრამ "იბიარდი“ ქვეყნის განვითარების მთავარ პარტნიორად რჩება. ჩემი მთავარი მიზანი ქვეყნის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა იქნება", - განაცხადა გვინდაძემ.

2014 წელს EBRD-ში მუშაობის დაწყებამდე 2011-2012 წლებში დიმიტრი გვინდაძეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოზიცია ეკავა, ხოლო მანამდე მუშაობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ და საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელად.

დღეისთვის მოლდოვაში EBRD ყველაზე დიდი ინსტიტუციური ინვესტორია და 114 პროექტში განხორციელებული 1 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციით.