Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რეფორმეტრი: რა ეტაპზეა და რა აფერხებს ტურიზმის რეფორმას?

BM.GE
18.05.23 16:20
114
ტურიზმის სექტორის რეფორმის პროგრესის შესაფასებლად დღეს რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგი გამართა. ტურიზმის სექტორი წლებია ელის საკანონმდებლო ცვლილებებს. მომზადებულია უკვე კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უახლოეს პერიოდში უნდა წარედგინოს. დაგეგმილია რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მოიცავს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის შექმნისთვის ბაზის შექმნას, უსაფრთხოების სტანდარტებს, გამყოლებისა და გიდების საქმიანობის რეგულირებას. კანონი ასევე ითვალისწინებს აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას. რა ეტაპზეა რეფორმა ტურიზმის სექტორში?

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის წამყვანი ეკონომისტი;