Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყველაზე სანდო ავტომობილების რეიტინგი

56d6daa393c39
BM.GE
02.03.16 16:20
1078
J. D. Power and Associates-მა ამერიკის ყველაზე სანდო მანქანების რეიტინგი გამოაქვეყნა. სააგნეტოს ექსპერტებმა 2013 წლის გამოშვების მანქანების მფლობელები გამოკითხეს და სთხოვეს დაესახელებინათ ის პრობლემები რომლებთან შეხებაც მათ ბოლო 12 თვის განმავლობაში მოუხდათ. შედეგების მიხედვით, რეიტინგში პირველი ადგილი Lexus-მა დაიკავა. მეორეზე - Porsche გავიდა, მესამე ადგილი კი Buick-ს ერგო. სიაში შემდეგ მოხვდნენ Toyota და GMC. სააგენტოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამერიკელი მძღოლები ხშირად მანქანის ვიზუალით გამოწვეულ პრობლემებს ასახელებენ. ანგარიშში მითითებულია, რომ ძრავებსა და ტრანსმისიებში არსებულმა პრობლემებმა იკლო. მძღოლები პრობლემურ ჩამონათვალში Bluetooth-დან მობილური ტელეფონის ჩართვის ფუნქციაში ხარვეზებზე მიუთითებენ. გამოკითხულთა ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ აუდიოსისტემის, ნავიგაციის, კლიმატ-კონტროლისა და საინფორმაციო-გასართობი სისტემები ისევ არასათანადოდ მუშაობენ. ამავე სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 85 000 რესპონდენტის მონაცემების შედეგებით საუკეთესო ავტომობლად Porsche დასახელდა.