Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

BM.GE
14.06.23 09:47
85
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2023 წლის 4 თვეში, ქვეყანაში 15.9 მილიონი დოლარის ღირებულების 545 ერთეული ელექტრო ძრავაზე მომუშავე ავტომობილი შემოვიდა, რაც წელიწადის ამ დროისთვის დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმია. საიმპორტო ღირებულება წინა წლის მაჩვენებელს, 4.97 მილიონ დოლარს, 220%-ით აღემატება. რაოდენობა კი 2022 წლის 177 ერთეულიდან 208%-ითაა გაზრდილი. როგორც ვნახეთ, ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის ნაწილი ამ ეტაპზე კომპანიებისთვისაც და ელექტრომობილების მფლობელებისთვისაც, მთავარ პრობლემად რჩება. ელექტრომობილების მძღოლებს დამტენი სადგურების არარსებობის შემთხვევაში განსაკუთრებით რეგიონის მასშტაბით ტრანსპორტის დამუხტვა უჭირთ.