Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbesკვირა - “კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა” წალენჯიხაში

BM.GE
12.06.23 01:26
110
#Forbesკვირა - “კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა” წალენჯიხაში

წალენჯიხაში "საქართველოს უნივერსიტეტის" კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია წალენჯიხაშივე "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორმა, კოკა თოფურიამ, გამართა. კამპუსი 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მათგან 250-ს მასში ცხოვრებაც შეეძლება. გარდა ამისა, სკოლა-ინტერნატს ექნება საცხოვრებელი, სადაც მშობლები და პროფესორ-მასწავლებლები შეძლებენ დარჩენას. "საქართველოს უნივერსიტეტის" "კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის" პროექტის დეტალური საინვესტიციო ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია. საჭირო ფინანსურ რესურსებს "საქართველოს უნივერსიტეტი“ და „წალენჯიხის განვითარების ფონდი“ გამოყოფენ, რომლის მთავარი დონორიც მამუკა ხაზარაძეა.

სტუმარი:
➡კოკა თოფურია - “საქართველოს უნივერსიტეტი”, რექტორი;