Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობისთვის წინასაკვალიფიკაციო შერჩვეა ჩატარდა

570cfa0a1591d
BM.GE
12.04.16 17:36
1091
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტში, აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ–იანი მონაკვეთის (პირველი და მეორე ლოტი) მშენებლობისთვის, წინასაკვალიფიკაციო შერჩევის მიზნით, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა წინადადებები წარმოადგინეს.
 
დეპარტამენტი წარმოდგენილი წინადადებებიდან, მოთხოვნილი საკვალიფიკაციო კრიტერიუმების მიხედვით, კვალიფიციური კომპანიების მოკლე სიას შეადგენს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, წინასაკვალიფიკაციო მოწვევაში მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით 40–მდე კომპანიამ მიიღო, მათ შორის: ჰოლანდიურმა, იტალიურმა, შვეიცარიულმა, თურქულმა, ჩინურმა, აზერბაიჯანულმა და რუსულმა კომპანიებმა.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსება, მსოფლიო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკის (EIB) მხარდაჭერით განხორციელდება.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის (ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან), ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.