Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება

56dbd90f2d9af
BM.GE
06.03.16 11:12
1322
აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს შორის "ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის" მეოთხე ეტაპი დაიწყო. ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რაც საქართველოსთვის 108 მლნ აშშ დოლარის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 20 მილიონ აშშ დოლართან ერთად, ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობასა და ფოთში კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება. როგორც ზუგდიდის მერიაში "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს, ქალაქში ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე თვეს დაიწყება რეზერვუარის მშენებლობისა და დაქსელვის სამშაოები. უშუალოდ მშენებლობა კი მარტის ბოლოდან დაიწყება. სათავე ნაგებობის მშენებლობა და ქალაქის დაქსელვა ერთდროულად მოხდება, რაც ექსპლუატაციაში შესვლის პროცესს დააჩქარებს.
 
ზუგდიდში ასევე დაიწყება წყალარინების სისტემის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ 38 მილიონი ლარი იქნება. წყლისა და წყალარინების სისტემა ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლომდე შევა. როგორც მერიაში განმარტავენ, ზუგდიდს წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ გააჩნია, პროექტის განხორციელების შემდეგ კი ქალქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.