Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ზურაბ ჯაფარიძე: ახალი უწყების შექმნა ბიუროკრატიის გაზრდის კლასიკური მაგალითია

56cd9bf096046
BM.GE
24.02.16 16:01
1001
"ახალი უწყების შექმნა ბიუროკრატიის გაზრდის კლასიკური მაგალითია", - აღნიშნულის სესახებ ზურაბ ჯაფარიძემ, სამინისტროების მუშაობის მაკონტროლირებელი ახალი ორგანოს თემის კომენტირებისას განაცხადა. "ახალი პოლიტიკური ცენტრი, გირჩი"-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დამატებითი ორგანოს შექმნა, მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია თავის საქმეს კარად ვერ ასრულებს.
 
"ერთი ცნობილი გამოთქმა არსებობს რა განსხვავება არის კერძო კომპანიასა და სახელმწიფო ბიუროკრატიას შორის. როდესაც კერძო კომპანია თავის საქმეს კარგად ვერ ასრულებს, ის კოტრდება და ბზარიდან გადის. ხოლო, როდესაც სახელმწიფო ბიუროკრატია ვერ ასრულებს თავის საქმეს კარგად, ის მეტ ფულს ითხოვს და იზრდება. მგონი, ასეთი ტიპის შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ისედაც ცხრამეტი სამინისტრო გვაქვს, კატასტროფულად გაზრდილი ბიუროკრატიაა, რომელიც თავის საქმეს ეფექტურად და კარგად ვერ ასრულებს და ახლა რაღაც ახალ დამატებით რგოლს ვიგონებთ, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ეს სამინისტროები როგორ მუშაობენ. მერე თუ ეს უწყება ვერ იმუშავებს კარგად, შეგვიძლია კიდევ ახალი რგოლო გამოვიგონოთ და ა.შ.

ეს დაუსრულებელი მანკიერი წრეა, რომელსაც ბოლო არ უჩანს, მსგავსი ბიუროკრატია სხვა სახელმწიფოებსაც ახასიათებს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი".