Home
Category
TV Live Menu

2016 წლის საუკეთესო ბიზნეს-სკოლები

585a6171a905b
მარიამ ადამია
21.12.16 15:01
1330
ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნეს-სკოლაში მიღებული განათლება და შესაბამისად პრესტიჟული დიპლომი გარანტია არ არის, მაგრამ იმის ალბათობა დიდია, რომ მომავალი კარიერა, საბანკო-საფინანსო სექტორში, თუ საფონდო ინდუსტრიაში, წარმატებული იქნება. სწორედ ამ თემით დაინტერესდა, მიმდინარე კვირას, Financial Times და 2016 წლის ბიზნეს სკოლების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც გამოირჩევა აკადემიური მოსწრების მაღალი მაჩვენებლით და დასაქმების საუკეთესო პერსპქტივით. მათი უმრავლესობა კი, ძირითადად გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს.

პირველ ადგილზე კი ლონდონის ბიზნეს სკოლაა, სადაც მხოლოდ ბიზნესი და ფინანსები ისწავლება. რიგით მეორე კი არის ოქსფორდის უნივერსიტეტში არსებული ბიზნეს სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ ოქსფორდი ფაქტობრივად პოლიტიკასთან ასოცირდება, ბიზნეს პროგრამებსაც საკმაოდ მაღალხარისხიანს სთავაზობს მსურველებს.

სტუდენტები აღნიშნულ უნივერსიტეტებში 100 000 დოლარზე მეტს, იმ იმედით იხდიან, რომ საბოლოოდ დამაკმაყოფილებელ, მაღალანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ. რეიტინგიც სწორედ ამ ნიშნით დგება და როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბოლოოდ კურსდამთავრებულები მაღალ თანამდებობებს იკავებენ, ამის კარგი მაგალითია კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს და რომლის კურსდამთავრებულებიც პრემიერ მინისტრები და ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლები არიან. კიდევ ერთი წარმატებული მოდელი იმპერიალ კოლეჯია, სადაც ძირითადად ფიზიკა - მათემატიკის მიმართულებით არის პროგრამები შედგენილი და ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობენ, როგორიც არის მაგალითად როლს-როისი.

დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის ხუთეულში ასევე სახელდება „ვარვიკის“ ბიზნეს სკოლაც, თუმცა თუკი სასწავლებელს ევროპის მასშტაბით განვიხილავთ, 22-ე ადგილზე ხვდება. ეს არის უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებულიც ინგლისის ბანკის მთავარი ეკონომისტი ენდი ჰალდენია.

მეექვსე ადგილას მოხვდა, მერკანტილისტისა და ფილანტროპის - ჯონ კასის სახელობის ბიზნეს-სკოლა, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს და მე-17 საუკუნიდან ფუნქციონირებს. მას მოჰყვება ქრანფილდის მენეჯმენტის სკოლა, რომელიც ასე საჯაროდ სახელგანთქმული არ არის, თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, კურსის პროგრამა ნამდვილად ხარისხიანი და დასაფასებელია. ასევე ერთ-ერთი შეუცვლელი სასწავლო დაწესებულებაა ალიანს მანჩესტერის ბიზნეს-სკოლა, რომელიც განსაუთრებული პოპულარობით ჩრდილოეთ ინგლისში სარგებლობს. ბოლოს კი სიაში აუცილებლად უნდა დასახელდეს ედინბურგის ბიზნეს-სკოლა, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით ათას 400-ი კურსდამთავრებული ჰყავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day