Home
Category
TV Live Menu

21st Century Fox-ს Sky- ის შეძენაზე, შესაძლოა, უარი უთხრან

5a75df1e2436d
BM.GE
03.02.18 20:10
911
ბრიტანეთის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა 21st Century Fox-ის მიერ ბრიტანული სატელევიზიო არხის Sky- ის 61% შეძენასთან დაკავშირებული განცხადება დროებით შეაჩერა.

მარეგულირებლის განცხადებით, 21st Century Fox მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს ეკუთვნის და გარიგებამ შესაძლოა ბრიტანული მედიის პლურალიზმს საფრთხე შეუქმნას.
კორპორაციას 21 Century Fox მედიამაგნატ რუპერტ მერდოკი აკონტროლებს, რომელიც უკვე Sky-ის აქციების 39%-ის მფლობელია. ბრიტანული არხის სრული კონტროლის მიღება მერდოკის დიდი ხნის ოცნებაა და მას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა თავისი მიზნის მისაღწევად.

შეთანხმების საბოლოო დასრულება, მომავალი წლის 30 ივნისს იგეგმება.

აღნიშნული გარიგებით, წყდება რუპერტ მერდოკის, ბიზნესის გაფართოების, 86 წლიანი ისტორია.

Subscribe to our news

Get the main news of the day