ჩინურმა საცალო გაყიდვების ინტერნეტ კომპანიამ Alibaba Group Holding გადაწყვიტა იყიდოს 32%-იანი წილი ინტერნეტ კომპანიის Sanjiang Shopping Club, რომელიც ბაზარზე სიდიდთ მესამეა. შენაძენისთვის Alibaba 290 მილიონ დოლარს გაიღებს, - აღნიშნავს Bloomberg.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქსელის აქციები ბაზარზე ერთი დღის განმავლობაში 10%-ით გაძვირდა, რის შედეგადაც საბაზრო კაპიტალიზაცაია 830 მილიონი დოლარით გაიზარდა.
"Sanjiang Shopping ოფშორული კომპანიაა და რამდენიმე ინტერნეტ მაღაზიის ფლობის გამოცდილება აქვს", - ნათქვამია კომპანიის შესახებ მათსავე დოკუმენტებში.
ორივე კომპანია ერთდროულად იმუშავებს ლოჯისტიკურ ნაწილზე და მომწოდებლების მოზიდვაზე. ასევე მოხდება მათი ბიზნეს მიმართულებების ერთმანეთთან ინტეგრირება.