ამბროლაურის ახალ აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაეშვა, რომლის პირველი მგზავრიც გიორგი კვირიკაშვილი იყო.
როგორც "ბიზნეკონტრაქტს" საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, პირველ ეტაპზე ფრენებს 19-ადგილიანი საფრენი აპარატით კომპანია Servise Air შეასრულებს, რომელიც დღეს ფრენებს მესტიაში, ნატახტარში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ასრულებს. კომპანია ჩეხური წარმოების თვითმფრინავით იფრენს.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, აეროდრომს შეუძლია 30-დან 50-მდე მგზავრიანი თვითმფრინავების მომსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში, ტერმინალის გაფართოებაც.