Home
Category
TV Live Menu

APM Terminals კონტეინერების გადამუშავების "ახალი სქემის" შეზღუდვას გაასაჩივრებს

591c39373e593
ნინო კვინტრაძე
17.05.17 15:46
993
APM Terminals კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. ფოთის პორტის დირექტორი "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ სხვადასხვა ოპერაციები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ინტეგრირებულია და ასე უნდა იყოს საქართველოშიც.

„ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებაზე, გვსურს რომ ის საქართველოში მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვსურს იმის გაკეთება რაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უკვე განხორციელდა. თქვენ ფაქტიურად ვერ ნახავთ ქვეყანას სადაც არაა ერთმანეთთან ინტეგრირებული ოპერაციები. გვსურს რომ საქართველოც განვითარდეს.

ჩვენ არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას ვაპირებთ, რადგან ეს ჩვენი უფლებაა. ვთვლით რომ ოპერაციების მსგავსი ინტეგრირება ქართველი მომხმარებლის ინტერესშია. ამჯერად ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს, იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და ტვირთები მეტად ეფექტურად გადაიზიდოს. იქნება ბევრი ცვლილება, რადგან საქართველოში საერთაშორისო სტანდარტები უნდა დამკვიდრდეს“, - ამბობს პორტის გენერალური დირექტორი.

"არაერთი პორტისა და ტერმინალის ოპერატორის „ეიპიემ ტერმინალს“-ის სრულ საკუთრებაში მყოფი/ შვილობილი კომპანია, სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავასდგური“ (შემდგომში, „ფოთის პორტი“) პატივს სცემს საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას და მოქმედებს ბიზნესის უმაღლესი ეთიკური სტანდარტების შესაბამისად. 2011 წლის აპრილში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციების საკონტროლო პაკეტი კომპანია “ეიპიემ ტერმინალს“-მა შეიძინა. მას შემდეგ ფოთის საზღვაო ნავსადგური, ოპერაციების და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებით, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ცდილობს ხელი შეუწყოს ლოჯისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესებას არა მხოლოდ ფოთის პორტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ფოთის პორტში ოპერაციების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, რაც ითვალისწინებს ქვეყნის მთავარი პორტის ოპერაციების სხვა წამყვანი პორტების ოპერაციების წარმოების დონესთან შესაბამისობას, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება პორტისა და საკონტეინერო ტერიტორიის ოპერაციების ინტეგრირების შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისიდან.

თუმცა, კონტეინერების გადამუშავების ოპერაციების სტრუქტურული ცვლილების იმპლემენტაცია შეცილებულ იქნა გარე ტერმინალების მხრიდან, რასაც მოჰყვა კონკურენციის შესახებ ერთობლივი საჩივრის მომზადება, რომლის საფუძველზეც ისინი აპელირებდნენ, რომ მსგავსი ქმედება გამოიწვევდა საქართველოს კონკურენციის შესახებ რეგულაციების დარღვევას. საჩივარი განსახილველად გადაეცა კონკურენციის სააგენტოს. მოცემული საჩივრის საფუძლვეზე, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა და შემდგომ მიმართა სასამართლოს მოთხოვნით, ფოთის პორტში ახალი ოპერირების მეთოდის დანერგვის დროებით შეზღუდვაზე, რაც დაკმაყოფილებულ იქნა თბილისის საქალაქაო სასამართლოს მიერ 2016 წლის 24 ივნისს.

კონკურენციის შესახებ მოკვლევის დაწყებიდან 10 თვის შემდგომ, 2017 წლის 24 აპრილს, სსიპ კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტულება მომჩივანთა საჩივის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმად ფოთის პორტი არ არის ნებადართული უზრუნველყოს კონტეინერების გადამუშავების ახალი მეთოდის დანერგვა. კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპირებს მის გასაჩივრებას, როგორც არსებით ისე პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც კონკურენციის მოკვლევის პროცესში, სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ უსამართლოდ, ამასთან არაერთხელ, ეთქვა უარი საქმის მასალებთან ხელმისაწვდომობაზე.

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ პორტში განმარტავენ, რომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ფოთის პორტს უტოვებს მხოლოდ ნაკლებეფექტურ გამოსავალს უზრუნველყოს უსაფრთხოების და ოპერაციების ეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რასაც შედეგად მოჰყვება დამატებითი საექსპლუატაციო ხარჯები და საინვესტიციო კაპიტალდაბანდებები. ფოთის პორტი პატივს სცემს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამს მიღებული გადაწყვეტილების გამო, რადგან ოპერაციების წარმოების გაუმჯობესება უთუოდ განაპირობებდა ფოთის პორტის კონკურენტუნარიოანობის ზრდას, ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს დაინტერესებულ მხარეთათვის და პორტში არსებული ძველი კონტეინერების გადამუშავების პროცესის ახალით ჩანაცვლებას“, - განმარტავენ APM Terminals-ში.

Subscribe to our news

Get the main news of the day