Apple-მა დაარეგისტრირა პატენტი, რომლის შესაბამისადაც მომავალ სმარტფონებში, შესაძლოა გამოჩნდეს ფუნქცია რომელიც ტელეფონის ქურდებზე მონაცემებს დაიმახსოვრებს, - წერს The Verge. თუ ვინმე მოიპარავს iPhone-ს ან iPad-ს მოწყობილობა ავტომატურად გადაიღებს ფოტოს და დაიმახსოვრებს დამნაშავის თითის ანაბეჭდს. წინასწარი ვარაუდით, ეს ფუნქცია მას შემდეგ ჩაეშვება, რაც მოწყობილობა ჩათვლის რომ მის გამოყენებას სკანირების გარეშე ან უსაფრთხოების სისტემის გვერდის ავლით ცდილობენ. საპანტენტო დოკუმენტებში მითითებულია, რომ ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეგროვდეს ბიომეტრიული მონაცემები, დაასკანეროს ერთი ან რამდენიმე ანაბეჭდი, გააკეთოს ერთი ან რამდენიმე გამოსახულება, პირი დააფიქსიროს ვიდეო კადრით ან ჩაიწეროს აუდიო.