Boston Consulting Group-ის რეიტინგით, Apple, Google და Tesla 2016 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგში პირველ სამ ადგილს ინაწილებენ. სიაში ლიდერის პოზიცია Apple-მა ზედიზდ მეთერთმეტეჯერ მოიპოვა. კომპანიამ განვითარების კვლევებში და ტექნოლოგიურ განვითარებაში გასულ წელს 10 მილიონი დოლარი დახარჯა. მეოთხე პოზიციას რეიტინგში Microsoft იკავებს. მეხუთეზეა - Amazon და მას მოჰყვება Netflix. მეშვიდე პოზიციაზე სამხრეთ კორეული Samsung_ია. საერთო ჯამში ამერიკული კომპანიების რაოდენობა რეიტინგშია 70%-ია. რეიტინგში ასევე მოხვდა 6 აზიური კომპანია, მათ შორის Toyota Motor (მერვე პოზიცია) და Xiaomi (35 პოზიცია). BCG-ის რეიტინგში 10 ევრპული კომოანაიც მოხვდა: გერმანული Bayer (მე-11 პოზიცია), BMW (მე-14 პოზიცია) და Daimler (მე-16 პოზიცია).