Home
Category
TV Live Menu

აქციზის განაკვეთის ზრდით ლუდის ინდუსტრიამ 60 მილიონ დოლარამდე იზარალა

57fbb32ca8461
ელენე გოგბერაშვილი
10.10.16 19:22
1199
ლუდზე აქციზის განაკვეთი გასული წლის მარტში 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა. აქციზის განაკვეთის გადახედვის საკითხი კერძო სექტორსა და მთავრობას შორის დღემდე დგას, თუმცა როგორ და როდის შეიცვლება მისი დაანგარიშების სტრუქტურა ჯერჯერობით უცნობია. ბიზნესი ამბობს, რომ აქციზის განაკვეთის ზრდის მიზეზით შემცირებული გაყიდვების გამო ინდუსტრიამ ვერ მიიღო ის შემოსავლები რაც დაგეგმილი ჰქონდა.

როგორც "კასტელ საქართველოს" გენერალური დირექტორი ლევან ზაუტაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ლუდზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა და ლარის გაუფასურების გავლენით მწარმოებლებს ნედლეულიც გაუძვირდათ, მათ ვეღარ შეძლეს ლუდზე უცვლელი ფასი შეენარჩუნებინათ.

"ჩვენ აღმოვჩნდით ღვინის კონკურენტები. ისედაც გაჯერებული ბაზარი, რაც იყო ლუდის მიმართულებით კიდევ უფრო გაიზარდა და უფრო მეტი მოთამაშე გაჩნდა.

გაზრდილი ფასისა და კონკურენციის გამო, ბაზარი შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 25%-ით შემცირდა. ეს თანხობრივად დაახლოებით 50-60 მილიონი დოლარია ინდუსტრიისთვის", - აცხადებს "ბიზნესკონტრაქტთან" ლევან ზაუტაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day