Home
Category
TV Live Menu

ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაში მოხვდა

586e23bdd8f63
BM.GE
05.01.17 14:44
1245
ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაში მოხვდა. რეიტინგს, რომელშიც სულ 31 ქალი შედის, Sunday Times აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ გუდავაძემ ქონება ქართველი ქმრის მეშვეობით დააგროვა, რომელიც 2008 წელს გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა კი მოიცავს სატელევიზიო არხს, კაზინოებს და ოქროს მაღაროებს. გამოცემა გუდავაძის ქონებას 650 მილიონ ფუნტად აფასებს.

ინა გუდავაძესთან ერთად ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაში მოხვდნენ მწერალი ჯოან როულინგი, სელმა ჰაიეკი, ტინა გრინი და სხვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day