Home
Category
TV Live Menu

British American Tobacco-ს მსოფლიოში თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებლის Reynolds-ის შეძენა $47 მილიარდად სურს

5809ca67762ad
BM.GE
21.10.16 11:55
1511
British American Tobacco-ს მსოფლიოში თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის Reynolds-ის შეძენა სურს. კომპანიამ საკუთარი შეთავაზება უკვე გააკეთა და გარიგების ღირებულებად 47 მილიარდი დოლარი დაასახელა.

აღნიშნული ორი ბრენდი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი, თამბაქოს ბრენდების მფლობელია.

ამ ეტაპზე British American Tobacco კომპანია Reynolds-ის 42%-ის მფლობელია, რომელიც მან 2004 წელს შეიძინა, ამჯერად კი კომპანიამ დანარჩენი 58%-ის შესყიდვაც გადაწყვიტა.

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სიგარეტის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Lucky Strike, Rothmans, Dunhill და Camel ერთი მფლობელის ხელში აღმოჩნდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day