ჩინეთი სამხრეთ კორეის ტურისტულ ინდუსტრიას ანადგურებს,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN Money. გასულ თვეში სამხრეთ კორეამ ჩინელი ტურისტების 40% დაკარგა. ჩინელმა ტურისტებმა სამხრეთ კორეაში ვიზიტები გააუქმეს. მიზეზი კი სამხრეთ კორეაში ამერიკის მიერ ბირთვული თავდაცვითი სისტემის დამონტაჟება გახდა. გამოცემის ცნობით, ამ ახალი ამბის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ ტურისტულ სააგენტოებს მოსთხოვა, რომ სამხრეთ კორეის მიმართულებით ტურების გაყიდვა შეაჩერონ.
შედეგად, სამხრეთ კორეაში ჩინელების მიერ გაკეთებული ჯავშნები პირველ კვარტალში 28%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.