Home
Category
TV Live Menu

ფადი ასლი შს მინისტრს მიმართავს: ნებისმიერ დროს საპასუხო აგრესიას ველოდები

5943a5b832f9e
BM.GE
16.06.17 13:31
1056
ICC Georgia-ს თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრს წერილით მიმართავს.

ფადი ასლი თავის წერილში წერს, რომ ორი პოილიციელი დღეს ICC-ის ოფისში იმყოფებოდა, მათ თანამშრომლებს პოლიციის ბეიჯების წარდგენაზე უარი უთხრეს.

პოლიციელები კამერის ჩანაწერს ითხოვდნენ. ჩანაწერი პოლიციელებს იმ შემთხვევისთვის გამოძიებისთვის სჭირდებოდათ, რომელიც მათი განცხადებით ICC-ის ოფისის მოპირდაპირე მხარეს მოხდა, თუმცა ფადი ასლი წერს, რომ მათი ოფისის გარშემო კრიმინალურ შემთხვევაზე ინფორმაცია არ მიუღიათ.

"მათ შენობა ვერცხლისფერი შკოდის მანქანით დატოვეს, რომელიც ოფისი მოშორებით იდგა, ამიტომ მანქანის ნომრის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. ეს ვიზიტი საკმაოდ საეჭვოა და მას ჩვენს ბოლო განცხადებას ვუკავშირებთ, უცხოურ ბიზნესებზე თავდასმასთან დაკავშრებით, სადაც“უკონტროლო ელემენტებზე“ იყო საუბარი.

ამჯერად ნებისმიერ დროს საპასუხო აგრესიას ველოდები. მივმართავ საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს იზრუნონ ICC-ის თანამშრომლებისა და ჩემს უსაფრთხოებაზე", - წერს ფადი ასლი.

Subscribe to our news

Get the main news of the day