სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია ქართული პროდუქტების ექსპორტის გაზრდას სასურსათო უსაფრთხოების სტანდარტების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ ელოდება. FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმონდ იელე აქცენტს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულებაზე აკეთებს და ამბობს, რომ დარგის ზრდა არა მთლიან შიდა პროდუქტში, არამედ მთლიანად ეკონომიკის შექმნაში უნდა მოხდეს.
"თქვენ არ უნდა ეცადოთ მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის გაზრდას. ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის მცირე ზომის ქვეყნებს საკმაოდ მცირე წილი აქვთ მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის. ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რა არის ის ღირებულება, რომელსაც ქმნის სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომელიც საქართველოში იწარმოება. თუკი გაუმჯობესდება სურსათის უვნებლობის სტანდარტები ამ შემთხვავში მარტივი იქმნება ევროპის ბაზარზე მოხვედრა, რადგან საქართველსო ამის დიდი პოტენციალი აქვს. ევროპაში საკამოდ დიდი მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე“, -აცხადებს რაიმონდ იელე.