Home
Category
TV Live Menu

გიორგი გახარია სართაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

59316e0559210
BM.GE
02.06.17 17:52
986
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის, შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.
გიორგი გახარიამ მერსედეს ვერა-მარტინთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა განიხილა. მათ შორის, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ამ კუთხით მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გიორგი გახარიამ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს ბიზნესსახლის კონცეფცია წარუდგინა, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის შექმნის საკითხი და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

Subscribe to our news

Get the main news of the day