სამშაბათის ვაჭრობის შედეგად, უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის ფასიანი ქაღალდები $ 249,46-მდე გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რითიც 10 წლიანი რეკორდი მოხსნა. წინა მაქსიმალური მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა - $ 247,92.
სესიის დახურვისთვის Goldman Sachs -ის აქციები 1,3%-ით გაიზარდა და დღის განმავლობაში ფასი $250-ს აღწევდა.
ამასთან, აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის რეცესიის საფრთხეზე საუბრობს და ამბობს, რომ წახალისების ძალიან დიდხანს ლოდინი შესაძლოა უსაფუძვლოც იყოს.
საბანკო აქციების კვალდაკვალ აშშ-ის საფონდო ინდექსებიც გაიზარდა. სესიის ბოლო სხდომაზე 14 თებერვალს ინდექსი Dow Jones Industrial Average 0.45%-ით 20 504,41 პუნქტამდე გაიზარდა, Standard & Poor 500 - 0.4% -ით 2337,58 პუნქტამდე, ხოლო Nasdaq Composite 0,32%-ით გაიზარდა და 5782,57 პუნქტი შეადგინა.