ამერიკულმა ინტერნეტ კომპანიამ Google ამერიკულ მულტინაციონალურ კორპორაციას Apple გადაუსწრო და საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში პირველი პოზიცია დაიკავა.
გასულ წელს კომპანია Google-ის ღირებულება თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 109,47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ბრენდი Apple-ის ღირებულება 27%-ით 107,141 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა.
რეიტინგში მესამე პოზიციაზე საცალო ვაჭრობის ინტერნეტ გიგანტი Amazon.com-ია, რომელიც 106,396 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული (53% -იანი ზრდით).
სატელეკომუნიკაციო კომპანია AT & T-ის ღირებულება 45%-ზე მეტჯერ 87,016 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და სიის მეოთხე ადგილზე მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-ის ფასი 13%-ით 76,265 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, მას რეიტინგში მეხუთე ადგილი ერგო.
Brand Finance-ის ვერსიით, აღნიშნულ რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე პირველად არის არა ამერიკული კომპანი, ეს არის სამხრეთ კორეული მწარმოებელი Samsung Electronics-ი, რომელიც 66,219 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.