ჰუალინგ ჯგუფი „ბანკი რესპუბლიკას“ შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. როგორც ჯგუფში „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს, რამდენიმე თვის წინ დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა და კომპანიის სათაო ოფისი და საკონსულტაციო ფირმა ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესშია. დამატებით კომენტარს ჯგუფში ჯერჯერობით არ აკეთებენ.
„ბანკი რესპუბლიკას“ შესყიდვაზე მოლაპარაკებებს ადასტურებენ „თიბისი ბანკშიც“. თუმცა ასევე აღნიშნავს რომ მოლაპარაკების პირობები განხილვის პროცესშია.
შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ბანკმა "რესპუბლიკამ" გაავცრელა ინფორმაცია, რომ ჯგუფმა "სოსიეტე ჟენერალმა“ წინასწარი შეთანხმება დადო ჩინურ სავაჭრო და ინდუსტრიულ ჯგუფ შპს ხინჯიანგ ჰუალინგთან (ჰუალინგ ჯგუფი) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველოში მის ფილიალში - ბანკ რესპუბლიკაში აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ.
როგორც ბანკში აღნიშნავდნენ, ტრანზაქციის პირობების თანახმად, ჰუალინგ ჯგუფი მოახდენდა ბანკ რესპუბლიკის შერწყმას მის მფლობელობაში მყოფ ბაზისბანკთან და შექმნიდა უნივერსალურ ბანკს, რომელიც ბაზარზე მესამე ადგილის დამკვიდრებას აპირებდა „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ შემდეგ.