"ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე",- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ახალი მეტროსადგურების მშენებლობას არ გამორიცხავს.
როგორც ალავიძემ "საქმიან დილას" განუცხადა, ამ მიმართულებით "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ კახი კალაძესთან ერთობლივად აქტიურად მუშაოებენ.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩენს კანდიდატს კახას, ძალიან კარგი პროგრამა აქვს ამ მიმართულებით და ჩვენ ამ პროგრამას მათთან ერთად განვახორციელებთ.“ ალავიძემ ასევე აღნიშნა რომ ამ ეტაპზე შესწავლის პროცესშია სამგორის მეტროს აეროპორტთან დაკავშირების საკითხიც. „ჩვენ კარგად შევისწავლით ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს, განვსაზღვრავთ რამდენად ღირს ფინანსური მომგებიანობის კუთხით ამის გაკეთება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.