რიყის, ლესელიძის და ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ, თბილისის მერია გარემოვაჭრეებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას კიდევ რამდენიმე ადგილას გეგმავს.
უახლოეს პერიოდში თბილისში მეტროს მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლდება, - ასეთია დედაქალაქის მერის მოადგილის პროგნოზი. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ქალაქის ზოგიერთ ტერიტორიაზე გარევაჭრობა უკვე აკრძალულია.
"გარევაჭრობასთან დაკავშირებით, გარკვეული აქტივობები თბილისის მერიამ უკვე დაიწო. ეს უკავშირდება თბილისის ცენტრალურ უბნებს, ესაა ტურისტულად დატვირთული უბნები, მათ შორის რიყის პარკი, ლესელიძე, ჭავჭავაძის გამზირი. ამ ტერიტორიებზე შეიზღუდა განსაკუთრებით პროდუქტებით და სხვა მალფუჭებადი პროდუქციით ვაჭრობა.
დღეს ამ ნაწილში შეიძება ითქვას კონტროლი არის.
თბილისში გარევაჭრობის კუთხით, პრობლემური ლოკაციები რჩება. ეს არის მეტროს მიმდებარე ტერიტორიები, განსაკუთრებით დელისი, ვაგზალი, ვარკეთილი და ა.შ. ჩვენ გვინდა ეს ფართოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც ამ სივრცეებში უნდა შეიზღუდოს", - განაცხადა ლექვინაძემ.