ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ აირჩიეს
BM.GE
14.09.17 18:16
• 894
139-62 ის წინააღმდეგ, ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩიეს. არჩევნებში 2 პირი ამირან ზენაიშვილი და ირაკლი პეტრიაშვილი მონაწილეობდა. კენჭისყრის დაწყებამდე თავისი კანდიდატურა მოხსნა დავით ოქიტაშვილმა.