ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის (NIOC) მმართველი დირექტორის ალი კარდორის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი საბადო აღმოაჩინეს, რომლის ერთობლივი მარაგი 15 მილიარდ ბარელის მოცულობის ნავთობია.
მისი თქმით, აღმოჩენით, ქვეყნის ნავთობის რეზერვი 15 მილიარდით გაიზრდება მანვე დასძინა, რომ ამ რეზერვების გამოსაყენებლად დიდი ინვესტიციები და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განახლებაა საჭირო.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ნავთობის მინისტრი ბიჯან ზანგანესი ვარაუდობს, რომ ქვეყნის შემოსავალი ნავთობისა და გაზის კონდენსატის გაყიდვებიდან მიმდინარე წელს 41 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მინისტრის თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში დამუშავებულ იქნა სამხრეთ პარსის საბადოს 11 ახალი ფაზა, ხოლო შემოსავლებს რაც შეეხება, 9 თვის მონაცემებით ის თითქმის 25 მილიარდს შეადგენდა.