კომუნიკაციების კომისიამ მაგთიკომს დელტაკომის 100%-ის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა. დღევანდელ სხდომაზე კომუნკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 5 წევრიდან 4-მა გარიგებაზე კომპანიებს თანხმობა მისცა.
შეგახსენებთ, რომ "მაგთიკომმა“ "დელტაკომის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე რამდენიმე თვის წინ განაცხადა.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე მაგთიკომის მიერ დელტაკომის შეძენის შემთხვევაში ბაზარზე დიდ კომპანიებს შორის კონკურენციის გამძრაფებას ელოდება. როგორც აბაშიძემ "ბიზნესკონტრაქტს" რამდენიმე კვირის წინ განუცხადა, კომპანიების გამსხვილება საერთაშორისო ტრენდია, რაც ძირითადად გამძაფრებული კონკურენციითაა გამოწვეული.