Home
Category
TV Live Menu

Korean Air-ის მფრინავები 11 წლის მანძილზე პირველად გაიფიცნენ

585fbeea6fe23
BM.GE
25.12.16 16:42
1399
ავიაკომპანია Korean Air Lines-ის მფრინავები, 11 წლის განმავლობაში პირველად გაიფიცნენ.

მოსალოდნელია, რომ მფრინავები გაფიცვას 10 დღე გააგრძელებენ. გაფიცვის მიზეზად კი კომპანიის თანამშრომლები ხელმძღვანელობასთან ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თითქმის ერთწლიან უშედეგო მოლაპარაკებებს ასახელებენ.

კომპანიის საპროტესტო აქცია აზიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მინიმუმ 150 სამგზავრო და სატვირთო რეისს შეაფერხებს, მათ შორის, სეულსა და ჰონგ-კონგს შორის და ტოკიოსა და დუბაის შორის რეისებს.

’’გაფიცვა ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ანაზღაურების მიზერულ ზრდასთან დაკავშირებული კომპანიის წინადადება მივიღოთ“- მედიის წარმომადგენლებს პროფესიული კავშირების ხელმძღვანელმა განუცხადა.

Subscribe to our news

Get the main news of the day