Home
Category
TV Live Menu

ლარის კურსის ცვლილების გამო ქართული ყავა "ჩერი" პროდუქციის გაძვირებას ელოდება

586bb79cedf62
ანი ჯოხაძე
03.01.17 18:38
1695
ლარის კურსის ცვლილების გამო ქართული ყავა „ჩერი“ პროდუქციის გაძვირებას ელოდება.

“ახალი წლიდან უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც მოიმატებს ფასები პროდუქციაზე, ვინაიდან ნედლი ყავა გაძვირდა“ - განმარტავენ კომპანიაში.

კომპანია საექსპორტო მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქმენეთთან და რუსეთთან, თუმცა ექსპორტზე პროდუქციის გატანის ზუსტ თარიღს „ჩერი“ ჯერჯერობით არ ასახელებს.

შეგახსენებთ, კომპანია „ჩერი“ შეიქმნა 2012 წელს. მისი ქარხანა ლილოს დასახლებაში მდებარეობს, რომელიც ყველაზე დიდი ყავის საწარმოა საქართველოში. მასში 4.5 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციაა ჩადებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day